საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დ ე კ ა ნ ი ს  ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№23/23-01                                          03.10.2012

თსუ რექტორის ბრძანება N95/01/01 20.07.2012 ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის განმავლობაში, საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და ასევე, პროფესორ-მასწავლებლების მიერ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სააუდიტორიო მეცადინეობების აღდგენის თაობაზე შესრულების მიზნით, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

Y2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგებისათვის ძალაში რჩება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ.შ. ბრძანება N08/01-01 12.04.2012. ლექცია-სემინარების აღდგენის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილ იქნას  დადგენილი ფორმით (იხ. დანართი 1);

  1. კათედრის ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ ბრძანების გაცნობა აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პედაგოგებისათვის;
  2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეკანის მოადგილეს საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში;
  3. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ა. ხელაძე